OBD2 სკანერი და VIN ისტორია ერთ აპში

იცოდე, რა სჭირს მანქანას ყიდვამდეც და მერეც

შეაერთე OBD2 ადაპტერი და ტელეფონი აგიხსნის შეცდომებს, სენსორებს და მანქანის მდგომარეობას. ჩაწერე VIN და ნახე აუქციონის ფოტოები, დაზიანება და ისტორია.

0 ₾ ძირითადი დიაგნოსტიკა70+ მარკაBOG / TBC ბარათით გადახდა
150+სერვისის განულების ინსტრუქცია
70+მარკა და მოტოციკლები
Copart · IAAIაუქციონის ფოტოები VIN-ით
KA · ENქართული და ინგლისური

ორი ინსტრუმენტი ერთ აპში

შეამოწმე მანქანა, რომელიც გიდგას, და მანქანა, რომლის ყიდვასაც აპირებ.

საჭიროა ადაპტერი

OBD სკანერი

ELM327 Bluetooth ადაპტერით, პირდაპირ მანქანის კომპიუტერიდან.

  • შეცდომები ყველა მოდულში და მათი წაშლა
  • ცოცხალი სენსორები და გრაფიკები
  • ჯანმრთელობის ქულა, ბატარეა, ინსპექცია
  • AI დიაგნოსტიკა და ყიდვისწინა შემოწმება
ადაპტერი არ სჭირდება

VIN შემოწმება

ჩაწერე 17 სიმბოლო ან დაასკანერე კამერით.

  • მანქანის მონაცემები და მწარმოებლის გაწვევები
  • Copart / IAAI აუქციონის ფოტოები და დაზიანება
  • გარბენი, ტიტული, გაყიდვის ფასი
  • აშშ-ის ოფიციალური ტიტულის ისტორია

როგორ მუშაობს

ნაბიჯი 1

შეიძინე ადაპტერი

ELM327 Bluetooth ადაპტერი ერთდება OBD2 ბუდეში, ჩვეულებრივ საჭის ქვემოთ.

ნაბიჯი 2

დააკავშირე

აირჩიე მანქანის ტიპი და მარკა, ჩართე ანთება და დააკავშირე ადაპტერი.

ნაბიჯი 3

ნახე შედეგი

შეცდომები, სენსორები და ქულა გასაგებ ენაზე, საჭიროებისას AI-ის ახსნით.

დიაგნოსტიკა

ეს ფუნქციები უფასოა. საჭიროა მხოლოდ ადაპტერი.

შეცდომის კოდები

წაიკითხე და წაშალე შეცდომები. თითოეულზე აღწერა, მიზეზები, სიმპტომები, სიმძიმე და რა შეამოწმო.

ყველა მოდულის სკანირება

მანქანის ყველა კომპიუტერის (ECU) პოვნა და მათი შეცდომები ერთ სიაში.

ცოცხალი მონაცემები

ბრუნები, ტემპერატურა, სიჩქარე და სენსორები რეალურ დროში, გრაფიკით და ჩაწერით.

ჯანმრთელობის სკანი

ერთი ღილაკით სრული შემოწმება, ქულა და ნაპოვნი პრობლემების სია.

ინსპექციის მზადყოფნა

Readiness მონიტორები, Mode 05/06 ტესტები და Freeze Frame.

აკუმულატორი

12V ძაბვა, მინიმუმი და მაქსიმუმი, ისტორია. ჰიბრიდებზე მაღალი ძაბვის ბატარეაც.

სერვისის განულება

ზეთის და ტექმომსახურების ინდიკატორის განულება 150+ მოდელზე, ნაბიჯ-ნაბიჯ.

აჩქარების გაზომვა

0–100 და სხვა მონაკვეთები, ისტორია და ვიდეო მონაცემებით.

ადაპტერის შემოწმება

ამოწმებს ადაპტერს, კავშირს და რას უჭერს მხარს შენი მანქანა.

PRO

ღრმა ანალიზი და AI

ყიდვისწინა შემოწმება PRO

შეცდომები ყველა მოდულში, გარბენის შედარება, ბატარეა და მზადყოფნა. ბოლოს შეფასება.

AI დიაგნოსტიკა PRO

აანალიზებს კოდებს და სენსორებს და მარტივად გიხსნის, რა ხდება.

AI კონსულტაცია PRO

ყიდვისწინა შემოწმების შედეგზე გასაგები შეფასება და რჩევები მყიდველისთვის.

გარბენის გადამოწმება PRO

ადარებს მოდულებში შენახულ გარბენს. ეხმარება დაგრეხილი სპიდომეტრის პოვნაში.

საწვავის ხარჯი PRO

მგზავრობის ანალიტიკა, ჩასხმები ლარებში და რეალური ხარჯი.

მოდულების მონაცემები PRO

მწარმოებლის მოდულების მონაცემები, ნაწილის ნომრები და ვერსიები.

VIN შემოწმება

აშშ-იდან შემოყვანილი მანქანების დიდი ნაწილი აუქციონზე გაიყიდა. VIN-ით ნახავ, რა დაზიანებით და რა ფასად.

უფასოდ

ყველასთვის
0 ₾

ყოველ VIN-ზე.

  • მარკა, მოდელი, წელი, ძრავი
  • მწარმოებლის გაწვევები (NHTSA)
  • ინტერნეტში ნაპოვნი ამ VIN-ის ფოტოები
  • ფოტოების ძებნა Google-ში

აუქციონის ისტორია

VIN PRO
5.99 ₾ / თვე

თვეში 10 მანქანა, ან 2.99 ₾ ერთზე.

  • Copart / IAAI-ის ყველა ფოტო
  • ძირითადი და მეორადი დაზიანება
  • გარბენი, ტიტული, გასაღები
  • ჩანაწერი თუ არ მოიძებნა, არ გეთვლება

სრული ისტორია

მალე
6.19 ₾ / VIN

აშშ-ის ოფიციალური ტიტულის ბაზა (NMVTIS).

  • ტიტულის ჩანაწერები და გარბენი
  • Salvage, Flood, Rebuilt, Junk
  • სადაზღვევო ზარალის ჩანაწერები
  • ჩანაწერი თუ არ არის, გადახდას არ შემოგთავაზებთ

ფასები

გეგმა ანგარიშზეა მიბმული და ყველა შენს მოწყობილობაზე მუშაობს.

OBD PRO

4.99 ₾ / თვე

ღრმა დიაგნოსტიკა და AI.

  • ყიდვისწინა შემოწმება
  • AI დიაგნოსტიკა და კონსულტაცია
  • გარბენი და საწვავის ხარჯი
  • მოდულების მონაცემები, ანგარიშები
არჩევა

სრული PRO

ხელსაყრელი
8.99 ₾ / თვე

OBD PRO და VIN PRO ერთად.

  • ყველაფერი OBD PRO-დან
  • თვეში 10 VIN-ის ისტორია
  • გახსნილი VIN ხელახლა უფასოდ
  • ყველა მოწყობილობაზე
არჩევა

VIN PRO

5.99 ₾ / თვე

მათთვის, ვინც მანქანას ეძებს.

  • თვეში 10 VIN-ის ისტორია
  • აუქციონის ფოტოები და დაზიანება
  • გარბენი და ტიტული
  • დამატებითი VIN პაკეტები
არჩევა
+5 VIN 3.99 ₾+10 VIN 6.99 ₾1 VIN ანგარიში 2.99 ₾დამატებით VIN-ებს ვადა არ გასდის

ხშირი კითხვები

რომელ მანქანებზე მუშაობს?

OBD2 სტანდარტის თითქმის ყველა მსუბუქ ავტომობილზე: აშშ-ში 1996 წლიდან, ევროპაში ბენზინზე 2001-დან და დიზელზე 2004-დან, ასევე ახალ იაპონურ, კორეულ და ჩინურ მოდელებზე.

რომელი ადაპტერი მჭირდება?

ELM327-ზე დაფუძნებული Bluetooth OBD2 ადაპტერი. სანდო მწარმოებლის ადაპტერი უფრო სტაბილურად მუშაობს. VIN შემოწმებას ადაპტერი არ სჭირდება.

უსაფრთხოა შეცდომების წაშლა?

წაშლა მხოლოდ თიშავს ნათურას. თუ პრობლემა არ გამოსწორდა, შეცდომა ისევ გამოჩნდება. სერიოზული შეცდომის დროს სჯობს მიმართოთ ხელოსანს.

რატომ არ ჩანს ზოგ VIN-ზე ფოტოები?

ფოტოები არსებობს მხოლოდ მაშინ, თუ მანქანა აუქციონზე იყიდებოდა ან ინტერნეტშია გამოქვეყნებული.

როგორ გადავიხადო?

აპში ან ვებგვერდზე ქართული ბანკის ბარათით (BOG ან TBC), ან Google Play-ით. ბარათის მონაცემებს ბანკის გვერდზე წერ და OBD360 მათ ვერ ხედავს.

როგორ გავაუქმო გამოწერა?

ყოველთვიური გადახდა უქმდება გვერდზე „ჩემი გამოწერა“ ან აპში — PRO რჩება გადახდილი პერიოდის ბოლომდე. ერთჯერადი გადახდა 30 დღე მოქმედებს და თავისით არ გრძელდება. ჩემი გამოწერა

სად ინახება ჩემი მონაცემები?

დიაგნოსტიკის ისტორია შენს ტელეფონზე ინახება. დეტალები კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია.

OBD360

სცადე უფასოდ

შეცდომები, სენსორები და VIN-ის მონაცემები გადახდის გარეშე.

Google Play